მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 164 656 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Arnold Schoenberg la 1948.jpg
არნოლდ შონბერგიავსტრიაში დაბადებული კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, პედაგოგი და ფერმწერი. დაკავშირებული იყო გერმანულ პოეზიასა და ხელოვნებაში არსებულ ექსპრესიონისტულ მოძრაობასთან და იყო ვენის მეორე სკოლის ლიდერი. ნაცისტური პარტიის აღზევების კვალდაკვალ შონბერგის მოდერნისტული და ატონალური მუსიკა მიჩნეული იქნა დეგრადირებულ მუსიკად. 1934 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, ხოლო 1941 წელს - ამერიკის მოქალაქეც გახდა. შონბერგის მიდგომამ ჰარმონიასა და მასალის განვითარებასთან ძლიერი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მუსიკალურ აზროვნებაზე. სულ მცირე სამი თაობის ევროპელი და ამერიკელი კომპოზიტორების დიდი ნაწილი შეგნებულად ავითარებდა მის ნააზრევს, ხოლო სხვები მძაფრად რეაგირებდნენ მის წინააღმდეგ. თავის ადრეულ კარიერაში აფართოებდა გერმანული რომანტიზმის ორ, ჩვეულებრივ საპირისპიროდ მიჩნეულ, ბრამსის და ვაგნერის სტილებს. მოგვიანებით, მისი სახელი დაუკავშირდა ინოვაციებს ატონალობაში (თუმცა, თავად ეს ტერმინი ეზიზღებოდა), რომელიც ყველაზე დიდი პოლემიკის საგანი გახდა XX საუკუნის აკადემიურ მუსიკაში. 1920-იან წლებში განავითარა თორმეტტონიანი (დოდეკაფონიური) ტექნიკა – კომპოზიციის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს ქრომატიული გამის თორმეტივე საფეხურისგან შედგენილი ფიქსირებული სერიების მანიპულაციას. ასევე, შემოიღო ტერმინი „განვითარებადი ვარიაცია“ და იყო პირველი თანამედროვე კომპოზიტორი, რომელმაც დაიწყო მოტივების განვითარების ისეთი გზების გამოყენება, რომლებიც არ იყო დამოკიდებული ცენტრალურ, დომინანტურ მელოდიურ იდეაზე.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ენციკლოპედია ბრიტანიკა

„ბრიტანიკა“ ,„ბრიტანული ენციკლოპედია“ (ინგლ. Encyclopaedia Britannica [ɪnˌsaɪkləˈpiːdiə bɹɪˈtænɪkə]), ერთ-ერთი უძველესი უნივერსალური ენციკლოპედია მსოფლიოში. პირველად გამოიცა 1768-1771 წლებში ედინბურგში, შოტლანდია (დიდი ბრიტანეთი), როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების ლექსიკონი, ახალი გეგმის მიხედვით. მას შემდეგ ბრიტანიკამ მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი საერთო ენციკლოპედიის სახელი მოიხვეჭა და დღესაც ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საცნობარო წიგნად ინგლისურ ენაზე. მას გამოსცემს ამავე სახელწოდების კერძო კორპორაცია.

გვიანი XVIII საუკუნიდან ადრეულ XX-მდე ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ ითვლებოდა, როგორც უპირველესი ავტორიტეტი ნებისმიერ საკითხზე და ხშირად მას წყაროდ იყენებდნენ ახალ კვლევასა თუ თეორიაში, რომელიც სამეცნიორო აუდიენციისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამ პერიოდში შეიძინა ბრიტანიკამ უდიდესი რეპუტაცია და უნიკალური პოზიცია დაიჭირა ინგლისურენოვან კულტურაში.

HSBild.svg

დღის სურათი

ხელის საჭრელით დაჭრილი სტაფილო
ხელის საჭრელით დაჭრილი სტაფილო

W-circle.svg

სიახლეები

ძიან ძეიმინი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

6 დეკემბერი — ამ დღეს...

რუსეთის დედოფალი ელისაბედი
  • 1240 : მონღოლებმა ბათო-ყაენის მეთაურობით კიევის რუსეთი დაიპყრეს.
  • 1741 : რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებით ქვეყნის სათავეში პეტრე I-ის ასული ელისაბედ I (სურათზე) მოვიდა.
  • 1768 : ენციკლოპედია ბრიტანიკის პირველი გამოცემა დაიბეჭდა.
  • 1877 : გაზეთ ვაშინგტონ პოსტის პირველი გამოცემა დაიბეჭდა.
  • 1897 : ლონდონი პირველი ქალაქი გახდა, სადაც მოტორიზებული ტაქსები გაჩნდა.
  • 1917 : ფინეთმა რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1991 : ხორვატიაში იუგოსლავიის სახალხო არმიის ძალებმა დუბროვნიკის დაბომბვა დაიწყეს შვიდთვიანი ალყის შემდეგ.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა